საათი

Saturday, 19 September 2015

პროექტი ,,ნოდარ დუმბაძე - ჩემი პირველი სიყვარული"

                       
                                (ნ.დუმბაძის ხუთი ნაწარმოების მიხედვით)
პროექტის მიზანი: გაეცნონ და შეისწავლონ ნოდარ დუმბაძის ცხოვრება და შემოქმედება, წაიკითხონ აღნიშნული ნაწარმოებები (,,Hellados“,,,კუკარაჩა” , ,,სისხლი“, ,,მე , ბებია, ილიკო და ილარიონი“ და ,,ხაზარულა“, ენახათ ფილები და სპექტაკლები , რომლებიც ამ ნაწარმოებების მიხედვით იყო შექმნილი;ამოიცნოთ ამ ნაწარმოებების მთავარი სათქმელი,გაარკვიონ ვინ იყვნენ  ამ ნაწარმოებების პერსონაჟების  პროტოტიპები; შეგროვილი მასალების მიხდვით მოამზადონ ელექტრონული პრეზენტაცია და დაბეჭდონ ბუკლეტი.წარმოადგინონ სცენები  დუმბაძის ამ მოთხრობებიდან; განუვითარდეთ ინფორმაციის მოძიების,დამუშავების, ურთიერთთანამშრომლობის და აუდიტორიის წინაშე გამოსვლის უნარ-ჩვევები.
პროექტის აქტუალობა:  ნოდარ დუმბაძე მზიანი გულის შემოქმედია, მისი ნაწარმოებები, რომლებიც იუმორით და სიყვარულით არის სავსე, -ყველა ჩვენგანის პირველი სიყვარული. მოსწავლეები ამ პროექტით დაუახლოვდებიან  წიგნს, რადგან  მათგან სასურველი ნაწყვეტების ინსცენირებით საკუთარ თავზე წარმოიდგნენ ყოველივეს, რასაც ავტორი აღწერს. ის ფასეულობები, რომლებიც ამ ნაწარმოებებშია, ძვირფასი გახდება მათთვისაც.
საგნობრივი მინები და შედეგები:
 მოსწავლემ შეძლოს უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირ ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე. (ქართ. VII. 1)
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
§  არჩევს თემას ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს გამოსვლას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე;  (ქართ. VII. 1.8. )
§  მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (პლაკატს, სქემას ან სხვა თვალსაჩინოებას).(ქართ. VII. 1.11)
მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
  (ქართ. VII. 7.)
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
§  კითხულობს მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა მიზნით (შესწავლის,  ესთეტიკური სიამოვნების მიღების, გარკვეული ინფორმაციის მოძიების, გამოხმაურების, შეფასების); (ქართ. VII. 7.1 )
§  პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟთა თვისებებსა და ქცევებს შორის(ქართ. VII. 7.8)
                   ქართ. VII. 10. მოსწავლემ შეძლოს კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.           
                   
              შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
§  მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიებიდან, ლექსიკონებიდან, წიგნებიდან, ინტერნეტიდან).(ქართ. VII. 10.7.)
§  ·          
    ქართ. VII. 14. მოსწავლემ შეძლოს წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.   
               შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
§  წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას; აგროვებს მასალას;                  ( ქართ. VII. 14.1. )
§  იყენებს სხვადასხვა რესურსს (ლექსიკონს, ბიბლიოთეკას და სხვ.); (ქართ. VII. 14.2. )
§  ადგენს ტექსტის გეგმას; (ქართ. VII. 14.3. )
·         მასწავლებელთან ერთად ისახავს ხარვეზების გამოსწორების გზებს.(ქართ. VII. 14.1. 7.)
               ისტ-თან კავშირი:
                  VI.1მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.


მოსწავლეთა ასაკი: 12-13 წელი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 18.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიას და წაიკითხავენ აღნიშნულ ნაწარმოებებს (აქედან სამი საპროგრამოა); ისინი თავად გახდებიან ნოდარ დუმბაძის მოთხრობების პერსონაჟები, დაბეჭდავენ ბუკლეტს, მოამზადებენ მოძიებული ინფორმაციის ამსახველ პრეზენტაციას; განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
საჭირო რესურსები: ნ.დუმბაძე- თხზულებები
                                       http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=6778&rubr
                                        http://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=46&id=1478
ნ.დუმბაძის ნაწარმოებეის მიხედვით გადაღებული ფილმები და სპექტაკლები, კომპიუტერი, პროექტორი, თაბახის ფურცლები, პრინტერი, სპექტაკლისთვის საჭირო ნივთები (ნარდი, ნაჯახი, დოქი, ჭიქა, მილიციის ფორმა, სიგარეტი და ა.შ.)/

                                       






                                     პროექტის განხორციელება
ჩატარებული სამუშაოები
Iკვირა
IIკვირა
IIIკვირა
IVკვირა
Vკვირა
VIკვირა
VIIკვირა
VIIIკვირა
სამუშაო ჯგუფების შექმნა მოსწავლეთა ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით.
ü   







სპექტაკლისთვის როლების განაწილება(ყველა მოსწავლეს აქვს როლი).

ü   






ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიის დამუშავება(ნორა კოტინოვას მოგონებების გაცნობა).


ü   





მოპევებული მასალის დაბეჭვდვა



ü   




დავიწყეთ რეპეტიციები, ყველამ იცის თავისი როლი ზეპირად.




ü   



ისევ რეპეტიციები,ვეძებთ კოსტიუმებს,ვამზადებთ დეკორაციებს, მოგვაქვს ნივთები, რომლებიც გვჭირდება





ü   


ვბეჭდავთ ბუკლეტს






ü   

პროექტის პრეზენტაცია







ü   


No comments:

Post a Comment